გია მაისაშვილის საქართველოში გადმოყვანა ვერ ხერხდება – რას აცხადებენ საკონსულოში

გია მაისაშვილის საქართველოში გადმოყვანა ვერ ხერხდება - რას აცხადებენ საკონსულოში“საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში მუდმივ კავშირზეა გია მაისაშვილის ოჯახის წევრებთან მაგრამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით პოლიტიკოსის საქართველოში გადმოყვანა ვერ მოხერხდება” – აღნიშნულის შესახებ “ნიუპოსტს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ბოლო კომუნიკაციის დროს ოჯახის წევრებმა გაუზიარეს კონსულს ინფორმაცია ბატონი გიას უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მათ შორის ართულებს ავადმყოფის გადაადგილებას მით უფრო ასეთ შორ დისტანციაზე, სურვილი ერთია, თუმცა მისი ჯამრთელობის ობიექტური მდგომარეობა მეორე. ოჯახის წევრების განცხადებით აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები მათ არ ეკუთვნით.

გენერალურმა კონსულმა ბატონი გია მაისაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ აღუთქვა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ კონსულს და აღნიშნეს რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან საკონსულო სამსახურთან“ – აცხადებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული.