გორში ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწამლნენ

გორში ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწამლნენგუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის თემში, ბებია და შვილიშვილი CO-თი მოიწამლნენ. ოჯახის წევრები შემთხვევას ქარიან ამინდს უკავშირებენ და გაზქურის გაუმართაობას გამორიცხავენ.

შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა. სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ბრიგადის ექიმებმა ისინი, ინტოქსიკაციის ნიშნებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

მოკვლევას გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლები აწარმოებენ.

ნიუპოსტი