გუბერნატორი: “ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება”

გუბერნატორი: "ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება"ზუგდიდში, გარემოვაჭრეებთანი შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24-საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აცხადებს, რომ ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ.
შეხვედრა გარემოვაჭრეებსა და გუბერნატორს შორის დღეს შედგა. მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაც ესწრებოდნენ. გარემოვაჭრეები შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდნენ.