დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან დღეს გაწერენ

დოდო გუგეშაშვილს კლინიკიდან დღეს გაწერენთადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“დღეს დაგეგმილია, რომ კლინიკიდან გაეწეროს დოდო გუგეშაშვილი, 14:00 საათისთვის შეამოწმებს ექიმი პაციენტს, რის შემდეგაც დაზუსტდება კონკრეტულად როდისთვის გაეწერება“, – განაცხადა პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი გარდაიცვალა.

თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).