“ემიგრაციაში წასულ დედას პატიმრობა ელის – მიზეზი საკუთარი ქალიშვილი და მისი ბოიფრენდი არიან”   

“ემიგრაციაში წასულ დედას პატიმრობა ელის – მიზეზი საკუთარი ქალიშვილი და მისი ბოიფრენდი არიან”    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყოფილი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.

შვილთან გაუცხოვებული, მასზე მონატრებულ დედას პატიმრობა ელის – ამ სათაურით, ხუროშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ემიგრაციაში წასული ქართველი ქალის ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც პატიმრობა ელის. მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი ქალიშვილი და მისი ამერიკელი ბოიფრენდი (მეგობარი ბიჭი) არიან.

– შვილთან გაუცხოვებული, მასზე მონატრებულ დედას პატიმრობა ელის!

X ადამიანი (პირობითად) უკვე 10 წელია ამერიკაში იმყოფება. 1 წელია რაც მან შვილი ჩამოიყვანა. ეს გოგონა წელს სკოლას ამთავრებს. დეიდასთან გაზრდილი გოგონა დედის მიმართ პრეტენზიული აღმოჩნდა, დედა კი შვილისაგან გაუცხოვებული.

დედა ქართველია- ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მზრუნველი, მშრომელი, მორწმუნე, შვილითვის თავდადებული. მისი 10 წლიანი მძიმე ამერიკული ცხოვრების შედეგია ის, რომ შვილს არჩენდა და “საბუთები” გაიკეთეს.

შვილი კი ზედმეტად გათამამებული და თინეიჯერულ “სიფსიხეში” დაკარგული ახალგაზრდაა.

2 კვირიანი “პადრაბოტკის” შემდეგ დედა ბრუნდება “დეი ოფ” ზე და აბაზანაში ხვდება “გაამერიკელებული”, ერთ ქართულ სოფელში გაზრდილი შვილი ბოიფრენდთან ერთად.

იქ რაც მოხდა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველლაფერი,  შოკირებული ქართველი დედა…

ამერიკელი ბოიფრენდი რეკავს პოლიციაში, მოდის პოლიცია. შვილი და BF – თან ერთად აძლევენ ჩვენებას იმაზე მეტს ვიდრე იყო, ამატებენ იმასაც რომ დედა მუდმივად ძალადობს შვილზე, კეტავს სახლში…….ეს ბოიფრენდის რჩევაა. უფრო მეტად დასჯიანო…

მოკლედ ამ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ ვიხილავ, მივხედავთ! ძალიან შემაწუხა მორალურმა მხარემ და გიზიარებთ ამ ამბავს.

კითხვა ასეთია, რა სჯობია, იცხოვრო გაჭირვებაში იქ სადაც ხარ, იმ წესებით რასაც აღიარებ და შვილი გაზარდო შენ თვითონ ისე როგორც გინდა თუ “ფუფუნებაში” შვილი დაკარგო და გაუცხოვდე მისგან და მისგან დაფასებული ციხეში აღმოჩნდე?!

P.S. ვისაც ეს არ გეხებათ მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და ნუ დაიგესლებით, ემიგრაციაში წასვლადე გაითვალისწინეთ ინტერესთა კონფლიქტი და რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის, – წერს ხუროშვილი.

საქართველო და მსოფლიო