თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია სუსის სამმართველოს უფროსია

თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია სუსის სამმართველოს უფროსიაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია, მათი ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 4620 ლარია.

თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას 2017 წლის 13 მარტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია. ნუგზარ კაკულიას ხელფასის ოდენობა იმავე წლის განმავლობაში 43.920 ლარს შეადგენდა, რაც, საშუალოდ, თვეში 4.620 ლარია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო ნუსხის მიხედვით, აღნიშნულ თანამდებობაზე სარგოს ოდენობა 2018 წლის 1 იანვრამდე თვეში 2.535 ლარი იყო, შემდეგ კი 3.700 ლარამდე გაიზარდა. ამასთან,

აღნიშნულ სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ფულადი ჯილდოს (პრემიის) და დანამატის გაცემასთან დაკავშირებით.

ნუგზარ კაკულია 2014 წლის 3 ნოემბრიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი იყო, სადაც 2016 წლის 11 სექტემბრამდე მუშაობდა. ამ თანამდებობაზე მისი ანაზღაურება საშუალოდ თვეში 4.240 ლარი იყო.

რეგინფო