თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში 900-მდე ტერორისტი გაანადგურეს

თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში 900-მდე ტერორისტი გაანადგურესთურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ აფრინში ოპერაციის დასაწყისში 897 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, – ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბი იუწყება.

ВВС იუწყება, რომ თურქეთმა, ოპერაცია “ზეთისხილის რტოს” ფარგლებში, ავიაიერიშების დროს, ქურთების პარტია “დემოკრატიული კავშირისა” და “ისლამური სახელმწიფოს” 15 სამიზნე, საცეცხლე წერტილი და იაირაღის საწყობი გაანადგურა. ოპერაციაში მონაწილე თვითმიფრინავები ბაზაზე უვნებლად დაბრუნდნენ,
მათივე ცნონებით, – ოპერაცია წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ტანკები შეიყვანა, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.

15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.

20 იანვარს, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.

22 იანვარს, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.