სააკაშვილი ვერ დააკავეს – სპეცრაზმი უკან გაბრუნდა

სააკაშვილი ვერ დააკავეს - სპეცრაზმი უკან გაბრუნდაუკრაინის რადას დეპუტატი იური დერევიანკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ კიევის სასტუმროში იმყოფება, რადგან “ალფას” სპეცრაზმელები, რომლებიც სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-ში მის დასაკავებლად მივიდნენ, სასტუმროს დაცვამ არ გაატარა და “ახალ ძალთა მოძრაობისა” და ჟურნალისტების დანახვაზე სპეცრაზმელებმა სასტუმრო დატოვეს.

“რამდენიმე წუთის წინ აქ (სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv) მოვიდნენ ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები. აქ ახლა იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. მათ, როგორც ჩანს, მისი აყვანა უნდოდათ. როდესაც სასტუმროში ჩვენი აქტივისტები და ჟურნალისტები მოვიდნენ, ეს სპეცრაზმელები წავიდნენ… მათ არ წარმოუდგენიათ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სხვა სახის დოკუმენტები. სასტუმროს დაცვას ისინი წარუდგნენ როგორც სასაზღვრო სამსახურის სპედანიშნულები რაზმის წევრები. გარეგნულად ისინი “ალფას” სპეცრაზმელებისგან არ განსხვავდებოდნენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პოროშენკოს ბრძანება იყო სააკაშვილის დაკავების შესახებ,” – განაცხადა რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ, რომელიც ამჟამად სასტუმროს ფოიეში იმყოფება.

ნიუპოსტი