ავარია კახეთში – 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა

ავარია კახეთში - 4 ადამიანი მძიმედ დაშავდაკახეთში ავარიის დროს ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდია.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტებს, დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიღებული და ამ ეტაპზე პირველადი გამოკვლევა უტარდებათ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ინტერპრესნიუსი