”არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს თითი მოკვეთილი არ აქვს” – ოჯახის განცხადება

”არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს თითი მოკვეთილი არ აქვს” - ოჯახის განცხადებაარჩილ ტატუნაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხედარს მარჯვენა ხელზე თითი მოკვეთილი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი თქმით, გადმოსვენების პროცესში თითი მოკეცილი იყო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. თუმცა მოკლული სამხედროს ოჯახი სხვა დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ცხედარს აღენიშნება. მათი თქმით, დაზიანებულია მარჯვენა ხელის მტევანი, რომელზეც მოტეხილობები აღინიშნება. ტატუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება ცხვირის მიდამოშიც.

პირველი რადიო