ბონდო მძინარაშვილი გიორგი გაბუნიაზე – “ამაზეა ნათქვამი, მეტი რაღა უნდა დაემართოსო!”

ბონდო მძინარაშვილი გიორგი გაბუნიაზე - "ამაზეა ნათქვამი, მეტი რაღა უნდა დაემართოსო!"“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა პოსტკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა გაბუმიას ნათქვამზე ფეისბუქში დაწერა:

“ამაზეა ნათქვამი, მეტი რაღა უნდა დაემართოსო!

ნახავთ, როგორ გააგრძელებს და დაასრულებს სიცოცხლეს!

გულწრფელი სინანულის გარდა ვეღარაფერი უშველის ამ უბედურს!”