გია მაისაშვილს ხვალ დილით ჩამოასვენებენ

გია მაისაშვილს ხვალ დილით ჩამოასვენებენქართველი ეკონომისტის, პოლიტიკოსის გია მაისაშვილის ცხედარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ 1tv წერს.

​როგორც გარდაცვლილის ძმამ, ანზორ მაისაშვილმა განაცხადა, გია მაისაშვილის ცხედარს სამშობლოში 5 მარტს, გამთენიისას 04:30 საათზე ჩამოასვენებენ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

მაისაშვილს 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა.