გია ხუხაშვილი: „საპრეზიდენტო არჩევნებიც ბუა-ბუას და სისხლიანი 9 წელის ძახილით გადაგორდება“

გია ხუხაშვილი: „საპრეზიდენტო არჩევნებიც ბუა-ბუას და სისხლიანი 9 წელის ძახილით გადაგორდება“მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ვერ ჩამოყალიბდა ალტერნატიული პოლუსი და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა, ხოლო ხელისუფლება ამ ფონზე კვლავ უკონკურენტოა-აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში” და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი “შეთქმულების თეორიებს” აანონსებს:

– ხელისუფლებას არ ჰყავს კონკურენტი, ვერ ჩამოყალიბდა ალტერნატიული პოლუსი და ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა. ჩვენი წინა პრეზიდენტი უკვე დაიქოქა – ახლა დაიწყება შეთქმულების თეორიები, ვნახავთ „ვიკილიქსს“, ვნახავთ ალბათ ამსტერდამის CoFee Shop-იდან მიშა და მელია როგორ გამოდიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ისევ ბუა-ბუას ძახილით, სისხლიანი 9 წელის ძახილით გადაგორდება.
ასე ორ ხმაში თამაში, ორივეს თავის დივიდენდს მოუტანს. ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ დაპირისპირების ფონზე და იქნება ბედნიერი. ეს მოხდება, რადგან ალტერნატივის ფორმირება ვერ მოხდა, მესამე ცენტრი არ არსებობს, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

გურიის მოამბე