დინამო არენას ავტოსადგომზე გ.ჭ.-მ თავის მანქანაში უცხო ნივთი შენიშნა – რა იპოვა პოლიციამ

დინამო არენას ავტოსადგომზე გ.ჭ.-მ თავის მანქანაში უცხო ნივთი შენიშნა - რა იპოვა პოლიციამშსს დინამოსთან პარკირების ადგილზე მდგარ ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში უცხო ნივთი მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ შენიშნა და 112-ში დარეკა.

“შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.

ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.