თბილისში, იუსტიციის სახლთან, 3 ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, იუსტიციის სახლთან, 3 ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდათბილისში, იუსტიციის სახლთან სამი ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა.

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ექიმები დაშავებულებს საავადმყოფოში გადასაყვანად ამზადებენ.

სანაპიროზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

იმედინიუსი