თბილისში მოსკოვის გამზირზე ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში მოსკოვის გამზირზე ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლამოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.