თეოდორე გიგნაძე: ეკლესიის ამბიონიდან რუსეთის პროპაგანდა, მინიმუმ არასახელმწიფოებრივია

თეოდორე გიგნაძე: ეკლესიის ამბიონიდან რუსეთის პროპაგანდა, მინიმუმ არასახელმწიფოებრივიაჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეკლესიის ამბიონის პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი თქმით მინიმუმ არასახელმწიფოებრივია, როდესაც ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პროპაგანდა ხდება:

– ეკლესიის ამბიონი პოლიტიკური პროპაგანდისათვის ხომ არ არის? მითუმეტეს, ორჯერ ორი ოთხია იმის მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული და შესაბამისად ასეთი ქვეყნის პროპაგანდა, მინიმუმ არასახელმწიფოებრივია, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.