ინიესტა შესაძლოა ზაფხულში ბარსელონადან წავიდეს

ინიესტა შესაძლოა ზაფხულში ბარსელონადან წავიდესანდრეს ინიესტამ შესაძლოა ზაფხულში ბარსელონა დატოვოს და კარიერა რომელიმე ჩინურ კლუბში გააგრძელოს. ინიესტას ჩინეთში ძალიან დიდ თანხას სთავაზობენ და შესაძლოა ანდრესი დათანხმდეს კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით მას გადაწყვეტილება არ მიუღია.

ინიესტას თქმით ის საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებს და ჯერჯერობით მან არ იცის თუ სად გააგრძელებს კარიერას. ინიესტას ბარსელონას ღირსებას 2005 წლიდან იცავს და წლების მანძილზე მან კატალონიურ გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.