მაიამიში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა 6 ადამიანი

მაიამიში ხიდი ჩაინგრა - დაიღუპა 6 ადამიანიამერიკაში, ქალაქ მაიამიში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავებულია.
აღსანიშნავია, რომ ჩამონგრეული ხიდის ქვეშ საავტომობილო პარკინგი იყო. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია.

ხიდი არ ფუნქციონირებდა და მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმებოდა. ადგილობრივი მთავრობის ჩანაფიქრით, ის მოსწავლეებს სკოლაში უსაფრთხოდ მისვლაში უნდა დახმარებოდა.

ხიდი 950 ტონას იწონის, მისი სიგრძე კი 52 მეტრია. ხიდის აშენაზე 11,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.