ნიკა გვარამია ილია II-ს შეხვდა – ”ციანიდის საქმეზე ვისაუბრეთ”

ნიკა გვარამია ილია II-ს შეხვდა - ”ციანიდის საქმეზე ვისაუბრეთ”“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ნიუპოსტთან” ადასტურებს, რომ გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.

გვარამია შეხვედრის ინიციატორს არ ასახელებს, მაგრამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ილია II-თან “მათ შორის ციანიდის საქმეზე იყო საუბარი”.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკა გვარამია ბრალდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს შეხვდა და მისი უფლებადამცველი გახდა.

პატრიარქთან შეხვედრას წინ უძღოდა საპატრიარქოში 2 დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ მოსალოდნელ პროვოკაციაზე.