ნინი შერმადინმა “ყვავილების ქვეყანა” ანდრესთან ერთად სომხურად იმღერა – ვიდეო

ნინი შერმადინმა "ყვავილების ქვეყანა" ანდრესთან ერთად სომხურად იმღერა - ვიდეომომღერალმა ნინი შერმადინმა სომეხ კოლეგასთან ანდრესთან ერთად ცნობილი ქართული სიმღერა “ყვავილების ქვეყანა” დუეტში სომხურად იმღერა.
დუეტზე მომღერლებმა ვიდეორგოლიც გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს. სიმღერამ და კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნინი და ანდრე პირველად არ თანამშრომლობენ. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ მუსიკალური გადაცემის ჩაწერაზე შეხვდნენ და მაშინაც სომხურენოვანი ერთობლივი დუეტი ჩაწერეს, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა და პოპულარობა მოიპოვა.