პროკურატურა თემურ ჭყონიას თაღლითობაში ადანაშაულებს, საქმეში მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს – ვიდეო

ახალი კვირიპროკურატურა თემურ ჭყონიას თაღლითობაში ადანაშაულებს, საქმეში მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს - ვიდეოს ექსკლუზივი და პროკურატურის სკანდალური დასკვნა. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მთავარი საგამოძიებო უწყება თაღლითობაში ადანაშაულებს.

თაღლითურ სქემაში პროკურატურის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს. დანაშაული მძიმე კატეგორიისაა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უცხოელი ინვესტორის ადვოკატის მტკიცებით, მათ მიერ 2009 წელს შეტანილი საჩივარი პროკურატურიდან გაქრა.

პირველი არხი