“რუსთავი 2”-ში თანამშრომლებს პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვეს

“რუსთავი 2”-ში თანამშრომლებს პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვესტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის თანამშრომლები არხის მენეჯმენტს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი „რუსთავი 2″-ში ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. არხზე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დიდი ხანია პრობლემები არსებობს.

„რუსთავი 2″-ის თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში ფინანსური კრიზისის გამო განახევრებულ ხელფასებს დაგვიანებით იღებდნენ, ჟურნალისტები და ოპერატორები დიდი ხნის განმავლობაში ხელფასების სრულად გაცემას მოითხოვდნენ, ამავე მიზეზით ხშირად იყო დაპირისპირებები ჟურნალისტებსა და მენეჯმენტს შორის.

„რუსთავი 2″-ის მენეჯმენტმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ტელეკომპანიის თანამშრომლებს თებერვლის ხელფასები პრემიებთან ერთად ჩაურიცხა, თუმცა გუშინ თანამშრომლებს ჩარიცხული პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მენეჯმენტის მიერ გაცემული პრემიების უკან დაბრუნების მოთხოვნამ გააღიზიანა ტელეკომპანიის თანამშრომლები, რამაც „რუსთავი 2″-ში დაპირისპირება გამოიწვია.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაპირისპირებულ მხარეებს ცალ-ცალკე ხვდება და კონფლიქტის განმუხტვას ცდილობს.

ინფორმაცია „რუსთავი 2″-ში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ „მარშალპრესს” ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მიაწოდა.

ლიდერი