საქართველოში კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას რამდენიმე ასეული ლარით აღემატება

საქართველოში კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას რამდენიმე ასეული ლარით აღემატებასაქსტატი გასული წლის დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კაცების ანაზღაურება ქალებისას გაცილებით აღემატება.

მაგალითად 2016 წლის ბოლო კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი 1306.6 ლარი იყო, 2017 წლის ბოლო კვარტალში კი 1387.4. იგივე პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 795.2 ლარი და 859.5 ლარი იყო.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება კაცებს გასულ წელს საფინანსო სექტორში ქონდათ-2521 ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა განათლების სექტორში-721.3 ლარი. ქალები ყველაზე მეტ ანაზღაურებას ენერგეტიკულ სექტორში იღებდენენ -1408.2 ლარი და ყველაზე ცოტას-განათლების სექტორში -607 ლარი.