”ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი და ერთი მჭიდი დააცალა” – ნუგზარ კახიძის მკვლელობის ახალი დეტალები

”ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი და ერთი მჭიდი დააცალა” - ნუგზარ კახიძის მკვლელობის ახალი დეტალებიჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული ნუგზარ კახიძის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, მკვლელი გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს, გაეცნო როგორც ფოსტის თანამშრომელი.

– დაახლოებით ორი საათის წინ სახლში მივიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ზარი დარეკა და უთხრა, რომ ფოსტა ჰქონდა მიტანილი. ქალბატონმა გააღო კარი, ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი და ერთი მჭიდი დააცალა. შემდეგ ქალბატონსაც ესროლა, ის გადარჩა, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქალბატონი, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა, გარდაცვლილს მეურნეობაში ეხმარებოდა. „ინტერპრესნიუსი“ ასევე გაესაუბრა გარდაცვლილის რძალს, თამარ გამყრელიძესაც, რომელიც მოტივზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი არ ჰქონია. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცი ბიზნესმენი ნუგზარ კახიძეა, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი იყო.