თბილისში საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს – პოლიცია 30 წლის კაცს ეძებს

თბილისში საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს - პოლიცია 30 წლის კაცს ეძებსდღეს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს.

როგორც ახლობლები ამბობენ, 30 წლამდე ასაკის კაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა, თქვა, რომ ბანკიდან იყო და წერილი უნდა გადაეცა.

მას შემდეგ, რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, კაცმა სროლა დაიწყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილია დამხმარე ქალიც.

ნუგზარ  კახიძეს 7-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.

არსებული ინფორმაციით, ნუგზარ კახიძე ბაზრობის, შპს ”ვარკეთილი 96“-ის მეწილეა. გარდა ამისა, მას წილები ჰქონდა სხვა კომპანიებშიც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.