ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – სასამართლო 51-ე სკოლის პედაგოგს დაკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - სასამართლო 51-ე სკოლის პედაგოგს დაკითხავსდღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო ორ მოწმეს დაკითხავს. ერთი მოწმე, გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის პედაგოგია.

,,ეს პირები სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი და თუ როგორ მიეცა მას მსვლელობა . ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზებზე მიმდინარეობს კვლევა, როგორც კი იქნება მიღებული დასკვნა წარმოადგენს,“ – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

პროცესს მოკლული არასრულწლოვნების მშობლები და ბრალდებულების ოჯახის წევრები ესწრებიან.