ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღო

 

ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღოტურინის იუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯორჯო კიელინიმ სპალთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ის დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. კიელინიმ შესაძლოა მადრიდის რეალთან პირველი შეხვედრაც გამოტოვოს, რომელიც 3 აპრილს გაიმართება.

კიელინის არყოფნა რეალთან უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან ჯორჯო წლების მანძილზე იუვეს დაცვის მთავარი ლიდერია და ის რომ იუვენტუსი ასე ცოტა გოლს უშვებს, სწორედ კიელინის დამსახურებაა. კიელინის თქმით ის შეეცდება მოედანზე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდეს.