ცსს-ს ხელმძღვანელი ჯინა ჰესპელი გახდა – პირველი ქალი ცსს-ს ისტორიაში

ცსს-ს ხელმძღვანელი ჯინა ჰესპელი გახდა - პირველი ქალი ცსს-ს ისტორიაშიაშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალ უფროსად ჯინა ჰესპელი დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე მაიკ პომპეო შეცვალა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა.
ჯინა ჰესპელი 1956 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობა 1985 წელს დაიწყო.

2017 წელს ტრამპმა ცსს-ს ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა. ის არის პირველი ქალი კარიერული თანამშრომელი ცსს-ში და მეორე ქალი, რომელიც ცსს-ს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის არის პირველი ქალი, რომელიც ცსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.
ჰესპელი არის ჯორჯ ბუშის ჯილდოს მფლობელი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მიღებული აქვს რამდენიმე სხვა ჯილდო.

ინტერპრესნიუსი