ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან 6.000 ამპულა მორფის ქურდობას კლინიკის დამფუძნებელს და ექთანს აბრალებენ – მათ საქართველო უკვე დატოვეს

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან 6.000 ამპულა მორფის ქურდობას კლინიკის დამფუძნებელს და ექთანს აბრალებენ - მათ საქართველო უკვე დატოვესბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დაკარგულ 6 ათას ამპულა მორფს სამართალდამცველები რამდენიმე კვირაა, ეძებენ. ნარკოტიკული ნივთიერება საავადმყოფოს საწყობიდან მოიპარეს. სპეციალური მედიკამენტის დაკარგვის შესახებ კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც გეგმიური აღწერა ჩატარდა.

ნარკოტიკულ ნივთიერებაზე წვდომა კლინიკაში რეანიმაციული განყოფილების თანამშრომლებს ჰქონდათ, თუმცა როგორ დაიკარგა მედიკამენტი, მომხდარის დეტალებზე საავადმყოფოში საუბარი არ სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ამპულა მორფი საავადმყოფოდან რეანიმაციის ერთ-ერთმა ექთანმა და კლინიკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ექიმმა-ნარკოლოგმა წაიღეს. „კურიერის“ ცნობით, არცერთი მათგანი ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურში არ გამოჩენილა. სავარუდო დამნაშავეები გამოძიებას იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქვეყანის დატოვება უკვე მოახერხეს.

კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც ექთანთან ერთად საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, მორფი გაიტანა, ოჯახის წევრებს ბოლო 10 დღეა არ უნახავთ.

რუსთავი 2