ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებსორგანიზაცია CiDA-ს ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი ხვალ, 3 აპრილს, პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მის “წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის გამო, სამართლებრივ ბრძოლის დაწყების შესახებ ილაპარაკებს”. ამის შესახებ ინფორმაცია დევდარიანის დამცველმა საადვოკატო კომპანიამ „გაბუნია და პარტნიორებმა” გაავრცელეს.

პრესკოფერენციას ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნიაც დაესწრება.

ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

17 მარტს ინტერნეტში გამოქვეყნდა 4 ქალის ნაამბობი, რომლებმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მანამდე კი დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.

ამ სკანდალის გამო, 22 მარტს ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია CiDA-ს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

იმედინიუსი