ლაგოდეხში 25 წლის ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლა

ლაგოდეხში 25 წლის ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლაImedinews-ის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლა. მომხდარს საგამოძიებო უწყებებში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ.

შემთხვევა ლაგოდეხის მეორე სექტორზე (კობახჩო) მოხდა. გარდაცვლილი მეხუთე სამმართველოს გუშაგი იყო.

Imedinews-ის ინფორმაციით გარდაცვლილია 25 წლამდე მამაკაცი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.