სალომე ტატიშვილის სიკვდილისთვის გიორგი ლიპარტელიანს 3 წელი მიუსაჯეს

სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.

მეორე ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლიპარტელიანი საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფება. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

– ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. საინტერესოა, რით დაასაბუთებს სასამართლო ლიპარტელიანის ბრალეულობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, – განაცხადა ლიპარტელიანის ადვოკატმა თენგიზ ხარებავამ.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018