ქეით მიდლტონის საიდუმლო ამოხსნილია – რა არის ჰიპნომშობიარობა

როგორც იცით, ბრიტანეთის პრინც უილიამს და მის მეუღლეს მესამე შვილი გაუჩნდათ. ქალ-ვაჟის შემდეგ მათ ისევ ბიჭი შეეძინათ. ამ ყველაფერში კი ყველაზე გასაოცარი ის ამბავი აღმოჩნდა, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათში ქეითი მშვიდი და ბედნიერი სახით გამოვიდა ბავშვთან ერთად, ქარში და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

რასაკვირველია, საზოგადოება დაინტერესდა, ასე სწრაფად როგორ ჩადგა ფორმაში ქეითი ან ახალნამშობიარები ქალი როგორ გამოიყურებოდა ასე ბედნიერად. როგორც ბრიტანული “ინდიპენდენტი” იუწყება, ამ ყველაფრის საიდუმლო მშობიარობის ახალი მეთოდია, რომელსაც რა ხანია, ცნობილი ადამიანები ირჩევენ, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი, ჟიზელ ბუნდჰენი. ამ
მეთოდს ჰიპნომშობიარობა ჰქვია და სწორედ ასეთი მშვიდები და დასვენებულები არიან მშობიარეები.

ჰიპნომშობიარობას მონგანის მეთოდითაც იცნობენ. საფუძველი დაუდო ინგლისელმა მეანმა გრენტლი დიკ-რეიდმა. მან 1933 წელს დაწერა წიგნი „მშობიარობა ტკივილის გარეშე“. დიკ-რეიდის აზრით, როდესაც ქალს ეშინია მშობიარობისას, დაძაბულობა ტკივილს იწვევს. სხვა შემთხვევაში კი – როდესაც მშობიარე ინარჩუნებს სიმშვიდეს, კუნთები მოშვებულია და სხეული გამოყოფს ოქსიტოცინსა და ენდორფინებს, რაც ტკივილს ამსუბუქებს. ექსპერტების მტკიცებით, ამ მეთოდის საშუალებით ტკივილი იკლებს და მშობიარობის შემდეგ შიში და გაღიზიანებაც ნაკლებია.ეს მეთოდი მან თეორიულად აღწერა, პრაქტიკაში კი პედაგოგიკის მაგისტრმა, ჰიპნოზის ოსტატმა, სერთიფიცირებულმა ჰიპნოთერაპევტმა და ოთხი შვილის დედამ მერი მონგანმა დანერგა.

ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ აშშ-ში, ავსტრალიაში,
ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთშ, საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

ჰიპნომშობიარობა არის სუნთქვის, რელაქსაციის ნაზავი, პოზიტიურ ფიქრებთან ერთად.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ, მშობლები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018