აგარის მეშაქრეები თბილისში ფეხით მოდიან და კანცელარიასთან აქციას გამართავენ

აგარის მეშაქრეები თბილისში ფეხით მოდიან და კანცელარიასთან აქციას გამართავენაგარის შაქრის თანამშრომლების პროტესტი – 12:00 საათზე ისინი აგარიდან თბილისისკენ ფეხით დაიძვრებიან და კანცელარიასთან შეიკრიბებიან, სადაც კვლავ მოითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან შრომის უფლებების დაბრუნებასა და დაცვას.

როგორც მსვლელობის ორგანიზატორმა, ზაზა ალბორიშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, ქარხნის თანამშრომლებს შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა პირთან, თუმცა უშედეგოდ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ ისინი დღეს კიდევ ერთხელ კანცელარიასთან გააპროტესტებენ არსებულ სიტუაციას.
აგარელი მეშაქრეები ამბობენ, რომ აგარის შაქრის ქარხანა დემპინგის მსხვერპლია.

ნიუპოსტი