აშშ-დან გაძევებულ რუს დიპლომატებს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს

აშშ-დან გაძევებულ რუს დიპლომატებს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს60 რუს დიპლომატს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად გააძევეს, მათი სადაზვერვო საქმიანობასთან კავშირის გამო, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“აშშ_ში რუსეთის საელჩოდან 48 და გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან 12 გაძევებულ დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა”, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვეგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 60-მა რუსმა დიპლომატმა და მათი ოჯახის წევრებმა, საერთო ჯამში 171 ადამიანმა ვაშინგტონი დატოვა.