ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, მეგობართან იპოვეს.
გოგონა 21 აპრილს გაუჩინარდა, დედის თქმით, არასრულწლოვანს კომპიუტერში “საშინელი ვიდეოები” აღმოუჩინეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.