გორში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გორში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილიგორში, მესამე საჯარო სკოლასთან “ფორდის” მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.