ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდასამხრეთ ირანის ტერიტორიაზე სულ მცირე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა ბაჰრეინსა და სპარსეთის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე.დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მოხდა. ეს ერთადერთი მოქმედი ელექტროსადგურია ირანში.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მიწისძვრა 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, თუმცა ბუშერის ელექტროსადგური არ დაზიანებულა.
შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ირანში, 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 26000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინგრა ისტორიული ქალაქი ბამი. ბამი ბუშერის ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს.
ნოემბერში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ირანისა და ერაყის საზღვარზე 530 ადამიანი ემსხვერპლა.

ინტერპრესნიუსი