ლუკაშენკო – “თუ რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დამცირება, ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით”

ლუკაშენკო - "თუ რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დამცირება, ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით"ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა და მასთან ბელორუსული პროდუქციის რუსეთში შეტანის საკითხის განხილვა სურს. ამასთანავე ლუკაშენკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ სხვა ბაზრები ეძიონ.

– თუ რუსეთს არ ესმის ჩვენი და არც სურს ესმოდეს, რას ვიზამთ, შევხვდებით პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ, განვიხილავთ დეტალურად და სრულად ყველა საკითხს. აუცილებელია გაირკვეს. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, გაუგებარია რის გამო, მაშინ ჩვენ ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით. ამიტომ ეძებეთ სხვა ბაზრები, არ შეიძლება მუდამ ერთ ბაზარზე ვიყოთ, –  ავრცელებს ლუკაშენკოს სიტყვებს მისი პრესსამსახური.

ნიუპოსტი