მანჩესტერში ავტომანქანა სავაჭრო ცენტრთან ხალხის ჯგუფს დაეჯახა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ Asda-სთან მოხდა. ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ, მათ შორის იყო საჰაერო სასწრაფო დახმარებაც.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება და ბრალდებული 80 წლის მამაკაცი დაკავებულია.