რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს – ჩხუბი კლინიკაში გაგრძელდა – ვიდეო

რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს - ჩხუბი კლინიკაში გაგრძელდა - ვიდეორუსთავში ჩხუბის დროს 2 მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით XVII მიკრო-რაიონში ერთერთი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე მამაკაცებს შორის ჩხუბი 2 პირის დაჭრით დასრულდა.

თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ურტყამდა გამეტებით, ყვიროდნენ დაჭრილიაო, სასწრაფომ წაიყვანა 1 ბიჭი თუმცა სავარაუდოდ დაჭრილი უფრო მეტი იქნებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. 1 მამაკაცი რომელიც გულმკერდის არეში იყო დაჭრილი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით კლინიკაში მისულმა დაჭრილმა ადგილზე ის პირი ნახა ვისთანაც კამათი მოუვიდა, მათ შორის კიდევ მოხდა დაპირისპირება, თუმცა კლინიკის დაცვამ და პოლიციამ ვითარება გაანეიტრალა.