“ჰავრის” 18 წლის მცველი სამბა დიოპი გარდაცვლილი იპოვეს

"ჰავრის" 18 წლის მცველი სამბა დიოპი გარდაცვლილი იპოვესსაფრანგეთის საფეხბურთო კლუბის, “ჰავრის” მცველი, 18 წლის სამბა დიოპი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

სენეგალელი ფეხბურთელი მშობლებმა სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მიმდინარე სეზონზე სამბა დიოპმა “ჰავრის” შემადგენლობაში 21 მატჩი ითამაშა.

იმედინიუსი