ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, სასტუმრო “ლეოგრანდის” მახლობლად.
ცეცხლი, სავარაუდოდ, სამ სახლს უკიდია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკს ტიპის დასახლებაა. არის საშიშროება, რომ ცეცხლი მეოთხე სახლსაც მოედოს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველი-მეხანძრეები.
ნიუპოსტი