ივანიშვილი მდინარაძეს – “თქვენ აქ საიდან მოხვდით?”

ივანიშვილი მდინარაძეს - "თქვენ აქ საიდან მოხვდით?"ქართული ოცნების ოფისში რამდენიმე დღის წინ გამართული შევხედრის დეტალები ხდება ცნობილი. ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, არცთუ სასიამოვნო საუბარი შედგა.კურიერის ინფორმაციით, ქართული ოცნების შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე მწვავედ გააკრიტიკა. რუსთავი2-ის ცნობით, მას არაფერი უთქვამს კახა კალაძისთვის.

ბიძინა ივანიშვილი ასევე დაინტერესდა, ახალი სახეები საიდან მოხვდნენ პარტიაში.

“ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მამუკა მდინარაძეს შემდეგი კითხვით მიმართა – „უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდით?”.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მთავარ მიზეზებად მმართველი გუნდის სრული პოლიტიკური კრახი, შიდა და საგარეო საფრთხეები სახელდება.