ალვარო მორატა იუვენტუსში ბრუნდება

ალვარო მორატა იუვენტუსში ბრუნდებაჩელსის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა ჩელსიდან წასვლაზე ფიქრობს და იტალიაში სურს დაბრუნება. გავრცელებული ინფორმაციით მორატა იუვენტუსთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მზად არის იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს.

მთავარი დაბრკოლება მორატას სატრანსფერო ფასია, რადგან ჩელსი მას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. რთული სათქმელია გადაიხდის თუ არა იუვენტუსი მორატას ტრანსფერში ასეთ თანხას.

ალვარო მორატა იუვენტუსში 2014-15 წლის სეზონში გამოდიოდა და ტურინულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.