ანხელ დი მარია შესაძლოა ატლეტიკოში ვიხილოთ

ანხელ დი მარია შესაძლოა ატლეტიკოში ვიხილოთპსჟ-ს არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის ატლეტიკოში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარიას პსჟ-დან წასვლა სურს, რადგან ის პარიზულ კლუბში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ არის.

ატლეტიკო შესაძლოა ანტუან გრიზმანმა დატოვოს და მადრიდში უკვე ეძებენ მის შემცვლელს. აღსანიშნავია ისიც რომ დი მარია 4 წლის მანძილზე რეალის ღირსებას იცავდა და ამ გარემოების გამო, მან შესაძლოა უარი თქვას ატლეტიკოში თამაშზე. დი მარიას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.