არსენალის მწვრთნელი შესაძლოა უნაი ემერი გახდეს

არსენალის მწვრთნელი შესაძლოა უნაი ემერი გახდესარსენალის მომავალი მწვრთნელის ვინაობა კვლავინდებურად უცნობია, თუმცა ამ კანდიდატურაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება.

ერთ-ერთი კანდიდატი უნაი ემერია, რომელმაც პსჟ დატოვა. ემერი ამჟამად ლონდონში იმყოფება და შესაძლოა ის სწორედ არსენალის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ემერი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და საბოლოოდ ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება.

შეგახსენებთ რომ არსენალი არსენ ვენგერმა დატოვა, რომელიც ამ გუნდს 22  წლის მანძილზე ედგა სათავეში. ვენგერმა გადაწყვიტელება აპრილის ბოლოს მიიღო.