ბერა – “მიშა ჩამოდი, მიშა მართლა ჩამოდი, რას გვატყუებ, ჩემო ძმაო?!”

ბერა - "მიშა ჩამოდი, მიშა მართლა ჩამოდი, რას გვატყუებ, ჩემო ძმაო?!"სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა უპასუხა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ის ბერას ახალ კლიპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის.
“Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!

გუშინ ჩვენს ქვეყანას მუსიკის (კერძოდ ჰიპ-ჰოპის დარგში) კიდევ ერთი ექსპერტი მოევლინა. მართალია, ის კლიპსა და სუბტიტრულ სიმღერას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მაგრამ, მერე რა?!

ჩემს სულიერებაშიც დიდი ეჭვი შეიტანა ოდესღაც ეკლესიების დამრბევმა და რწმენაზე მოქილიკემ – ესეც შევუნდოთ!

მე კარგად მესმის, რამდენად რთულია, აუხსნა სმენის არმქონე ადამიანს , რას ნიშნავს სიჩუმე, ან უთხრა უსინათლოს, როგორია სიბნელე. ამიტომაც ამ კაცს და მის თანამოაზრეებს არაფერს ავუხსნი, თუმცა ის ისეთ თემას შეეხო, რომ ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულება განვუმარტო.

ჩემს ოჯახს ბევრი ახალი ეკლესიის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ასობით ძველი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი. მთელი ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლურ რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებებით ცხოვრობს და, ამასთანავე, უდიდესი პატივისცემით ექცევა ყოველი ადამიანის მრწამსს.

ასე რომ, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ამ ადამიანს თავისივე მხარდამჭერების სიტყვებით მივმართო: Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?!”, – წერს ბერა ივანიშვილი,

შეგახსენებთ, “ბერა ივანიშვილი,რომელიც მთავარი “დამკრიშავია”კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში. ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა,რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა, პრინციპში ამას უკვე ღიად ამბობენ. სპეციალურად ვაშეარებ კლიპს ..ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად”,-წერს სააკაშვილი.

აიპრესი