გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე, ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე, ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვესფონიჭალის დასახლებაში გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე, გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა, ქუთათელაძის გარდაცვალების მიზეზი.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავის ბაზრობის მეწილე გახლდათ საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს. უკავშირდება თუ არა გენერლის მკვლელობის საქმეს თენგიზ ქუთათელაძის გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია.